პრინტ ფესტივალი 2021 სახელწოდებით "კულისებს მიღმა"

8 დეკემბერს, 17:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრინტ ფესტივალი 2021 სახელწოდებით "კულისებს მიღმა" გაიხსნება, რომელიც ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალის LIFE N STYLE პროექტი გახლავთ.
აღნიშნული გამოფენა მუზეუმში 18.01.2022წ გაგრძელდება.
   
პროექტის ავტორი: ფონდი არტ კავკასია - ნანა ყირმელაშვილი
საგამოფენო კონცეფცია და დიზაინი. თანაკურატორი: მაია კონონენკო
პროექტის თანამდგომი და დამფინანსებელი ორგანიზაციები: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MomaTbilisi.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი წამყვანი დარგის /დაზგური გრაფიკის - სერიგრაფიის /აბრეშუმით ბეჭდვა/ 5 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენის ორგანიზებას.

დაზგური გრაფიკა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ისე მოხდა რომ ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ დარგად. დაიკეტა ხელით ბეჭდვის სახელოსნოები. ეს დარგი მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა. მაშინ როდესაც მსოფლიოში დაზგური გრაფიკა ითვლება არტ და კრეატიული ბიზნესის ერთერთ წამყვან დარგად.
ფესტივალმა შეძლო სერიგრაფიის /აბრეშუმით ბეჭდვის/ უნიკალური სახელოსნოს დაფუძნება, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. სადაც 200-მდე ქართველმა და უცხოელმა მაღალი დონის მხატვარმა შექმნა თავისი ნამუშევარი. სახელონომ შეძლო ეპოქალური სამუზეუმო კოლექციის შექმნა 80-იანი წლებიდან დღემდე. მსგავსი ატელიები მსოფლიოში ითვლება ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად, სწორედ ისეთი როგორიც აშშ-ში შექმნა რობერტ რაუშენბერგმა, ჯასპერ ჯონსმა და რა თქმა უნდა ენდი უორჰოლმა.

ანაბეჭდი ნამუშევრის ლიმიტირებულ  ეგზემპლიარად ტირაჟირების საშუალებას იძლევა. მხატვრის მიერ შექმნილი საავტორო ანაბეჭდი, რომელთაგან ყველა ორიგინალია, ძვირადღირებული მხატვრის ნამუშევრის საკმაოდ მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას იძლევა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნამუშევარზე აღნიშნული ტირაჟის დამადასტურებელი საავტორო ხელმოწერა.

მხატვრები და კურატორები:
საქართველო /სერიგრაფია - აბრეშუმით ბეჭდვა - მხატვრები: მარი ათანელი, ტატო ახალკაციშვილი, ლია ბაგრატიონი, მაკა ბატიაშვილი, ნათია ბენაშვილი, ალექს ბერდიშევი, ვახო ბუღაძე, უტა ბექაია, ალექსეი დუბინსკი, ნუცა ესებუა, რომა ერმაკოვი, თუთუ კილაძე, გუგა კოტეტიშვილი, კოტე მინდაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, კაკო თოფურია, ლუკა ლასარეიშვილი, ლევან მინდიაშვილი, ნინიკო მორბედაძე, გელა პატიაშვილი, კოკა რამიშვილი, ელენე რაქვიაშვილი, თედო რეხვიაშვილი, რომანოზი, ლევან სონღულაშვილი, კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლია შველიძე,  მურთაზ შველიძე, სოფო ჩერქეზიშვილი, მამუკა ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, კოკა ცხვედიანი, რიტა ხაჩატურიანი, ლუკა ცეცხლაძე, თინათინ ცხადაძე, გურამ წიბახაშვილი, გელა წულაძე, რუსუდან ხიზანიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი.

გარდა ექსკლუზიური ანაბეჭდებისა პრინტ ფესტივალი წარმოადგენს მულტიმედია არტისტებთან კოლაბორაციულ პარარელურ პროექტებს.

ელენე რაქვიაშვილი -  „ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო" / ინსტალაცია
ხოსილიტა - მოკლე ცეკვის ფილმი „მან იცის" და პერფორმანსი
უტა ბექაია - „ხაზებს შორის" / ინსტალაცია და ვიდეო /დათო ქორიძე
მარი ათანელი - „იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი", /ფოტო და ვიდეო ინსტალაცია
ანა თელია - „ენერგეტიკული პორტალი" / ინსტალაცია
მინი ქანდაკებები

ამ გამოფენით ფესტივალი ასრულებს თავის მოღვაწეობას და  ახალ ფორმატზე გადადის.

სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, საგამოფენო სივრცეში დაშვება მოხდება მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირთათვის.